თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

კალაძე თავდაცვის საქმეზე: არ მინდა, წინასწარ პოლიტიკური განცხადება გამომივიდეს

ვიცეპრემიერის კახი კალაძის განცხადებით, "ნებისმიერი ადამიანის დაკავება ცუდია, მტკივნეულია, მაგრამ მე არ მინდა, რაღაც პოლიტიკური განცხადებები წინასწარ გამომივიდეს, ამიტომ ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას თუ როგორ წარიმართა". კალაძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "თუ რაიმე ხარვეზი არსებობს, რა თქმა უნდა, უნდა გამოსწორდეს"

"დაველოდოთ გამოძიებას და, შესაბამისად, მერე უფრო ადვილი იქნება რაიმე კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა", - თქვა კალაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. საქმეს გრიფი ადევს და მასალები დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები