თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პეტრიაშვილი: პრემიერი დაგვპირდა, რომ ალასანიას დამატებით არგუმენტებს გაეცნობა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ქართული ოცნების ოფისში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და თავისუფალი დემოკრატების სხვა წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს დამატებითი არგუმენტები გააცნო.

 "თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა [ირაკლი ალასანია] დამატებითი არგუმენტები წარმოადგინა. ირაკლი ღარიბაშვილი დაგვპირდა, რომ ამ არგუმენტებს ყურადღებით გაეცნობა" - თქვა პეტრიაშვილმა.

კომენტარები