თეორემა

თავდაცვის მაღალჩინოსანთა საქმე "ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის"

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაახლოებით ოთხი მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა.

პარლამენტის თავმდჯომარე ამბობს, რომ ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის და ხელისუფლების წევრთა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. დავით უსუფაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში თუ ბრალდება დადასტურდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ხოლო თუ ვერ დადასტურდა, მაშინ იმ პირებმა, ვინც ეს საქმე წამოიწყო.

სამინისტრო პროკურატურის მოქმედებებს წერილობითი განცხადებით გაემიჯნა, სადაც ნათქვამია რომ უწყებაში ყველანაირი შესყიდვა კანონის სრული დაცვით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრის ხუთი მოადგილე დაკავებულებს თავდებად დაუდგა, მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

უნდა მივიჩნიოთ თუ არა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, ირაკლი ალასანიას შევიწროვებად, ამ თემაზე გადაცემის სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ.

გადაცემის სტუმრები: ოთარ კახიძე, ლევან ალაფიშვილი, ბათუ ქუთელია, გია ნოდია, გიორგი გოცირიძე.

კომენტარები