კრიმინალური ავტორიტეტები

ნარმანია: "საშკას" საკითხის გარკვევის ჩემთვის დავალების უფლება არავის აქვს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მთაწმინდის გამგეობაში დასაქმებული, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი ალექსანდრე სანაძის, იგივე "საშკას" საკითხის გარკვევის მისთვის დავალების უფლება არავის აქვს.

„არავის არ დაუვალებია ჩემთვის და არავის აქვს ჩემთვის დავალების უფლება", - ასე უპასუხა მერმა ტაბულას კითხვას იმის შესახებ, გაარკვია თუ არა სანაძის ნასამართლობის საკითხი, რისი პირობაც მან თავად დადო. შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად "საშკა" ნასამართლევია, ის მერიის სისტემაში ვერ იმუშავებს. მერი ამბობდა, რომ მერიას ეს საკითხი იმ დღესვე უნდა გაერკვია.

ტაბულასთვის 21 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად „საშკა“ ასრულებდა. ეს ინფორმაცია ტაბულას გამგეობის თანამშრომელმაც დაუდასტურა. თავდაპირველად მერია არ გვპასუხობდა, თუ ვინ იყვნენ გამგებლის მოადგილეები, მოგვიანებით კი თქვეს, რომ ალექსანდრე სანაძე არა მოადგილის, არამედ უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს.

კომენტარები