კრიმინალური ავტორიტეტები

შსს: ე.წ. კანონიერი ქურდი "ვატია" საქართველოში არ შემოსულა

შსს-ს მტკიცებით, ე.წ. კანონიერი ქურდი ვარლამ კუხიანიძე (ვატია) საქართველოში არ შემოსულა. აღსანიშნავია, რომ გუშინ ის უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ის დათანხმდა ნებაყოფლობით დეპორტაციას და მილიციამ თვითმფრინავის ტრაპამდე მიაცილა. იმის გასარკვევად, თუ სად მოხდა დეპორტაცია, ტაბულა უკრაინის შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს. 

ვარლამ კუხიანიძესთან ერთად კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს - 33 წლის სერგო ღლონტი (ლავასოღლი ბატუმსკი), რომელიც მანამდე უკრაინაში 4-ჯერ დააკავეს, ასევე 43 წლის სოხუმის კლანის წარმომადგენელი, მეტსახელად გუგა (მინდია გორაძე). ისინი საიმიგრაციო სამსახურის იზოლატორში მოათავსეს და უახლოეს მომავალში მათი დეპორტაცია განხორციელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის თქმით, კრიმინალური ავტორიტეტები ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. სხოდკას აწყობდნენ.

კომენტარები