კრიმინალური ავტორიტეტები

დააკავეს პირი, რომელიც კრიმინალური ავტორირიტეტის სახელით მოქალაქეებს $100 000-ს სთხოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1 ადამიანი, რომელიც მოქალაქეებს კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირებოდა, სიცოცხლისა და ქონების მოსპობით ემუქრებოდა, სანაცვლოდ კი 100 000 ამერიკულ დოლარს ითხოვდა.

უწყების ცნობით დაკავებული 2001 წელს არის დაბადებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ტ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა". - წერს შსს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რითიც ის მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები