კრიმინალური ავტორიტეტები

უკრაინაში სამი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

მინდია გორაძე(გუგა)

უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში სამი ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის თქმით, კრიმინალური ავტორიტეტები ერთ-ერთ რესტორანში ე. წ. სხოდკას აწყობდნენ. დაკავებულები - 38 წლის ქუთაისელი, მეტსახელად ვატია, 33 წლის სერგო ღლონტი (ლავასოღლი ბატუმსკი), რომელიც მანამდე უკრაინაში 4-ჯერ დააკავეს, ასევე 43 წლის სოხუმის კლანის წარმომადგენელი, მეტსახელად გუგა (მინდია გორაძე). ე.წ. კანონიერი ქურდი ვარლამ კუხიანიძე, მეტსახელად ვატია, ნებაყოფლობით დეპორტაციას დათანხმდა და სამართალდამცველებმა იგი თვითმფრინავის ტრაპამდე მიაცილეს. დანარჩენი ორი დაკავებული კი, საიმიგრაციო სამსახურის იზოლატორში მოათავსეს და უახლოეს მომავალში მათი დეპორტაცია მოხდება.

კომენტარები