ღაზას სექტორი

დონორი ქვეყნები ასობით მილიონ დოლარს გაიღებენ ღაზას ხელახლა ასაშენებლად

Reuters

დონორი ქვეყნები ასობით მილიონ დოლარს გაიღებენ, რათა ხელი შეუწყონ მიწასთან გასწორებული ღაზას ტერიტორიის ხელახლა აშენებას.

შეერთებული შტატები აპირებს 212 მილიონი დოლარის დახმარება ჩადოს ღაზას რეაბილიტაციაში. კატარი მილიარდი დოლარის, გაერთიანებული სამეფო კი 32 მილიონი დოლარის გაღებას გეგმავს.

პალესტინელებმა ღაზას ასაშენებლად ჯამში 4 მილიარდი დოლარის დახმარება ითხოვეს.

ღაზა მიწასთან გასწორდა ისრაელსა და ჰამასს შორის 50 დღიანი კოფლიქტის შედეგად, რომლის დროსაც საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 100000 ადამიანმა დაკარგა. ტერიტორიის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანადაა განადგურებული.

კონფლიქტი ღაზაში შვიდი კვირის მანძილზე გრძელდებოდა. ის 26 აგვისტოს ზავით დასრულდა. კონფლიქტს 2100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, რომელთაგან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ისრაელის მხარეს 67 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები