ღაზას სექტორი

ღაზას სექტორში ISIS-ის თვითმკვლელმა ტერორისტებმა 3 პალესტინელი პოლიციელი მოკლეს

Reuters

ღაზას სექტორში პოლიციის ორ პუნქტს თავს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელი ტერორისტები დაესხნენ თავს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 პალესტინელი პოლიციელი. დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

ერთ-ერთი ტერორისტი, რომელმაც თავი აიფეთქა წარსულში დაკავებული იყო.

თავდასხმების შემდეგ ღაზას სექტორში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

კომენტარები