ღაზას სექტორი

ღაზის სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ისრაელმა ისლამური ჯიჰადის სამიზნეებზე იერიშები მიიტანეს. ღაზა, 2023 წლის 9 მაისი
REUTERS/Mohammed Salem

ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ისლამური ჯიჰადის სამი ლიდერი და, სულ მცირე, ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ოთხი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პალესტინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს 

ღაზის ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სამხედრო ძალებმა დაარბიეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქი ნაბლუსი – ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის თვეების განმავლობაში დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ადგილი. 

ისრაელმა განაცხადა, რომ სამიზნე იყო ისლამური ჯიჰადის სამი ლიდერი, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება, რომელიც დასავლეთის მიერ შედგენილ ტერორიზმის  სიაშია და რომელიც მეთაურობს მეორე უმსხვილეს შეიარაღებულ ქსელს ღაზაში.

ისლამური ჯიჰადის სპიკერმა ტარექ სელმიმ განაცხადა, რომ ისრაელის "დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება".

"დაბომბვას დაბომბვით ვუპასუხებთ, თავდასხმას კი თავდასხმით". - თქვა მან.

ღაზის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. მისივე ცნობით, ისრაელმა იერიშები საცხოვრებელ უბნებზე მჭიდროდ დასახლებულ ზოლში მიიტანა, სადაც 365 კვადრატულ კილომეტრზე 2.3 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში 40 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

კომენტარები