მედიცინა

ჰაერის შთანმთქმელმა კრისტალმა მყვინთავებს შესაძლოა ჰაერის ბალონი შეუცვალოს

Getty Images

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი ნივთიერება შექმნეს, რომელიც წყალქვეშ სუნთქვის საშუალებას იძლევა. კრისტალური აგებულების ნივთიერებას გარშემო მყოფი აირის შთანთქმის უნარი აქვს, შთანქმულ აირს ნივთიერება გათბობისას გამოყოფს. 

კრისტალის დაახლოებით 10 გრამს მთელ ოთახში არსებული ჰაერის საკუთარ თავში კონცენტრირება შეუძლია. 

ნივთიერებას გაცილებით მაღალი კონცენტრაციით შეუძლია აირების შენახვა, ვიდრე აქამდე არსებულ ჰაერის ბალონებს შეეძლოთ. ამავდროულად, ის ბალონზე გაცილებით ნაკლებს იწონის და მოხმარებისას პრაქტიკულად არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული.

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროფესორის კრისტინა მაკენზის თქმით, კრისტალი დაივინგს გაცილებით უფრო მარტივ და მოსახერხებელ სპორტად აქცევს, ვიდრე დღესაა. მისი თქმით, ფილტვის სიმსივნით დაავადებულებსაც გაუმარტივდებათ ჟანგბადის ინჰალაციების გაკეთება და მძიმე ბალონებით სიარული აღარ მოუწევთ.

ნივთიერება ჯერჯერობით დაკვირვების ეტაპს გადის, რის შემდეგაც მისი ფართო მოხმარებისთვის დანერგვა დაიწყება.

კომენტარები