ისლამური სახელმწიფო

ისლამისტებმა კიდევ ერთ ბრიტანელს თავი მოკვეთეს

bbc.com

ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა კიდევ ერთ ბრიტანელ მძევალს თავი მოკვეთეს. ისლამისტებმა ალან ჰენინიგის მკვლელობის ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს. პროფესიით ტაქსის მძღოლი ჰენინგი სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში მონაწილეობდა, იგი ტერორისტებმა დეკემბერში გაიტაცეს. ტერორისტები ჰენინგის მოკვლით ერთი თვის წინ დაიმუქრნენ, როდესაც კიდევ ერთ ბრიტანელი მძევლის, დევიდ ჰეინესის მკვლელობის ვიდეო გაავრცელეს.

მანამდე ტერორისტებმა თავი ორ ამერიკელ ჟურნალისტს ჯეიმს ფოლისა და სტივენ სოტლოფს მოკვეთეს.

კომენტარები