სირიაში კიდევ ორი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან სოფელ ბირკიანში მცხოვრები 24 წლის რამზან ფარეულიძე და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა.
სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა.