ისლამური სახელმწიფო

ავსტრიის შსს მინისტრმა ქალაქ ფილახში დანით 6 პირის დაჭრას "ისლამისტური თავდასხმა" უწოდა

პირს, რომელმაც ავსტრიაში, ქალაქ ფილახში ექვსი ადამიანი დაჭრა, ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდა კავშირი. ინფორმაციას ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

15 თებერვალს ავსტრიაში დანით შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 14 წლის ბიჭი, რომელიც დაზიანებების შედეგად დაიღუპა. სამი პირი ამ დროს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

თავდამსხმელი, რომელიც ადგილზე დააკავეს, 23 წლის სირიელია. ის ავსტრიაში თავშესაფრის მისაღებად იყო ჩასული. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, გერჰარდ კარნერის თქმით, პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინა. მას ბრალად მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედება.

კომენტარები