უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

ვოლსკი: არ არის თვითმიზანი, რომ ბაქაქურს და ძლიერიშვილს მხარი დავუჭიროთ

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების განხილვა მომდევნო კვირამდე გადადო. კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ამის მიზეზად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პარლამენტში გამოუცხადებლობა დაასახელა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, "არ არის რაღაც თვითმიზანი, რომ გინდა თუ არა, მაინცდამაინც მხარი დავუჭიროთ". კითხვაზე, "შეიძლება ისევ ჩააგდოთ ბაქაქურის და ძლიერიშვილის კანდიდატურები?", ვოლსკი პასუხობს, რომ "რატომაც არა, რა არის? მთავარია, მოიგოს ქვეყანამ და მთავარია, ისეთი სასამართლო ჰქონდეს, როგორიც ჰქონდეს ევროპულ სტანდარტს".

ნინო ბაქაქური და ზურაბ ძლიერიშვილი ის მოსამართლეები არიან, რომელთა კანდიდატურაც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პირველად მიმდინარე წლის ივლისში წარუდგინა. მაშინ, პარლამენტმა მათ მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა კვლავ იგივე კანდიდატურები წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი ორი მოსამართლის დროულად დანიშნვას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, საქმის გაჭიანურება სასამართლოს მუშაობას ხელს უშლის.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით  - არანაკლებ 76 ხმით, 10 წლის ვადით ირჩევს.

კომენტარები