გაეროს გენერალური ასამბლეა

ჭიაბერაშვილი: პრემიერი ივანიშვილის დავალებით რუსეთზე საუბარს ვერ ბედავს

cp.ge

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა. ჭიაბერაშვილის თქმით, პრემიერი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვერ ბედავს ხმამაღლა ისაუბროს რუსეთის დანაშაულებებზე. 

"ირაკლი ღარიბაშვილი, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვერ ბედავს ხმამაღლა განაცხადოს იმის თაობაზე, თუ რას სჩადის რუსეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში და განსაკუთრებით უკრაინაში. იყო აბსოლუტური ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის კანონის უზენაესობა. ქვეყანაში მიმინარეობს პოლიტიკური დევნა და ეს ძალიან კარგად იცის სწორედ იმ ხალხმა, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნიდან დარბაზში მიმართავდა" - განმარტა ჭიაბერაშვილმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ მედიაზე, ენერგეტიკულ პროექტებს და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა.

კომენტარები