გაეროს გენერალური ასამბლეა

პრემიერი: საქართველო იზრდება, საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში

საქართველო იზრდება. საქართველო არის სიცოცხლით სავსე. საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს. და ეს იმიტომ, რომ საქართველოს მისი მოქალაქეები შეადგენენ. მათ ცენტრალური ადგილი უჭირავთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში და ეს მუდამ ასე იქნება. საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა. მსოფლიოსთან უფრო მტკიცე კავშირებს კი სარგებელი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მოაქვს. მათი ეკონომიკური წარმატება არის როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მდგრადი კეთილდღეობის წინაპირობა.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები