გაეროს გენერალური ასამბლეა

ბარაკ ობამა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად წარსდგა

Justin Lane / http://www.newsday.com/

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად წარსდგა სიტყვით. სიტყვით გამოსვლა ობამამ 8 წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის პროგრესზე, წარმატებებსა და მიღწევებზე საუბრით დაიწყო. 

"იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლა მაქვს, ნება მომეცით იმ პროგრესზე გესაუბროთ, რასაც 8 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. უმძიმესი ფინანსური კრიზისის პირობებში ჩვენ შევძელით კატასტროფის თავიდან აცილება და გლობალური ეკონონომიკის ზრდა აღვადგინეთ. ჩვენ წავართვით თავშესაფარი ტერორისტებს, გავაძლიერეთ და მოვაგვარეთ ირანის ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხი დიპლომატიის საშუალებით. გავხსენით ურთიერთობების კუბასთან, დავეხმარეთ კოლუმბიასა და ლათინურ ამერიკას ხანგრძლივი ომის დაესრულებინათ. მივესალმებით მიანმარის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს. ჩვენ გავაძლიერეთ ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. იმავდროულად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გეგმა პლანეტის კლიმატური ცვლილებების დასაცავად." - განაცხადა ბარაკ ობამამ.

გაეროს გენერალურ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ბარაკ ობამამ მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა, მათ შორის სირიის კონფლიქტზეც. ობამას თქმით, კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება შეუძლებელია, მისი გადაწყვეტა კი მხოლოდ დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი. სირიის კონფლიქტზე საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინისა და სირიის კონფლიქტებში რუსეთის როლზეც ისაუბრა. 

“იმ სამყაროში, სადაც იმპერიების პერიოდი წარსულს ჩაბარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ძალის გამოყენებით დაკარგული დიდება აღადგინოს”,  - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

 

კომენტარები