პოლონეთი

ახალი პრემიერი: პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს

პოლონეთის ახალი პრემიერი ევა კოპაჩი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს და ამ ქვეყანას დახმარებას ევროკავშირის საერთო ძალისხმევის ფარგლებში გაუწევს. მისი თქმით, პოლონეთი ჭკვიანი ქალივით უნდა მოიქცეს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნოს.

ამასთან, პოლონეთის ახალმა პრემიერმა ახალი კაბინეტი წარადგინა. მის შემადგენლობაში, რამდენიმე სხვა მინისტრთან ერთად, აღარ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, რომელიც ამ თანამდებობას 2007 წლიდან იკავებდა. 

მის ადგილს ახალ მთავრობაში სეიმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გჟეგოჟ სჰეტინა დაიკავებს. 

კომენტარები