ომი უკრაინაში

პოლონეთი, ლიტვა და უკრაინა ერთობლივ სამხედრო ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებენ

პოლონეთი, ლიტვა და უკრაინა ერთობლივ სამხედრო ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებენ. ქვედანაყოფის შტაბი აღმოსავლეთ პოლონეთში ქალაქ ლუბლინში იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა როიტერთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვედანაყოფში უკრაინის, ლიტვისა და პოლონეთის ჯარისკაცები იქნებიან, რომლებიც მათ ქვეყნებში იქნებიან დისლოცირებული, მაგრამ მათი მართვა ლუბლინიდან მოხდება. 

პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის მიზანი სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის მიღება იქნება. 

კომენტარები