გარდაცვლილი პატიმარი

რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაცვლილი იპოვეს

სასჯელაღსრულების რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 1963 წელს დაბადებული მამაკაცი საპატიმროს ორმა ინსპექტორმა რიგითი შემოვლის დროს გარდაცვლილი იპოვა.

წინასწარი მონაცემებით, მსჯავრდებულმა თავი ჩამოიხრჩო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და მას საგამოძიებო დეპარტამენტი პროკურატურის ზედამხედველობით აწარმოებს.

კომენტარები