აჭარა

დუმბაძე: მთავრობა, რომელიც დესტრუქციულ ქცევას მაბრალებს, კრახით ასრულებს

პოლიტიკაში ვარ 25 წელია, 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული. ყველა მთავრობა ამბობდა, რომ დესტრუქციულად ვიქცეოდი და ყველა მთავრობა კრახით ასრულებდა საკუთარ უფლებამოსილებას. თუ ასეთი განცხადება კეთდება ამ მთავრობის მიერ, მაშინ საპერსპექტივოდ მისი მთავრობაც კრახით დასრულდება. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მერმისისათვის ზუსტად იგივე ენერგიით. პარლამენტში საქმიანობას ვაპირებ, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ფლაგმანი. გარანტიას გაძლევთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური ფრაქცია ქართული ოცნება ალბათ დაიშლება. 

თქვა მურმან დუმბაძემ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულებისთანავე, სადაც ის პარტიიდან გარიცხეს.

კომენტარები