აჭარა

მურმან დუმბაძე ქართული ოცნებიდან გარიცხეს

Supporters of the opposition Georgian Dream Coalition shout slogans at an election rally in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ქართული ოცნების ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მურმან დუმბაძე გარიცხულია პარტიიდან. 

„სამწუხაროდ, მურმან დუმბაძე ცდილობდა, უხეშად ჩარეულიყო აჭარის მთავრობის საქმიანობაში. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააფრთხილა იგი სიტყვიერად, აღარ ჩარეულიყო აჭარის მთავრობის საქმიანობაში. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ მოხდა ხელისუფლების რეალური გადანაწილება, მკაფიოდ გამიჯნულია პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, მათ შორის, აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები. სამწუხაროდ, მურმან დუმბაძის ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა ჩვენში. მისი მცდელობა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭო, ისე აჭარის მთავრობა, უშედეგოდ დასრულდა. ორი წლის შემდეგ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იგი აგრძელებდა მსგავს დესტრუქციულ მოქმედებას. ამიტომ, ჩვენ გავაანალიზეთ მისი ქმედებები და, სამდივნოს გადაწყვეტილებით, იგი გარიცხულია პარტია „ქართული ოცნებიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მურმან დუმბაძემ პრემიერის განცხადებაზე პოლიტსაბჭოს დასრულებისთანავე გააკეთა კომენტარი. 

"25 წელია პოლიტიკაში ვარ. ყველა მთავრობა ამბობდა, რომ დესტრუქციულად ვიქცეოდი და ყველა მთავრობა კრახით ასრულებდა საკუთარ უფლებამოსილებას" - თქვა დუმბაძემ. 

რეგიონში ხელდასხმული უნიათო მთავრობაა. ქართული ოცნება სხვა რეგიონებში და საკრებულოებში თანამდებობეზე ნიშნავს ხალხს მნიქვნელობის ხარჯზე და არა ეროვნული ინტერესების გამო. პარლამენტში საქმიანობას ვაგრძელებ, როგორც ოპოზიციის ერთერთი ფლაგმანი. პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება კი ალბათ დაიშლება - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში დუმბაძე. 

გარდა ამისა, პრემიერმა უმაღლესი საბჭოს სამ დეპუტატს ქართული ოცნების ფრაქციის წევრებს მედეა ვასაძეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს და ჯემალ ფუტკარაძეს წერილობითი საყვედური გამოუცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ოფისში გამართული პოლიტსაბჭო აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია ქართული ოცნების წინადადებასთან დაკავშირებით მსჯელობდა. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ ფრაქცია ქართული ოცნების წევრები აჭარის რეგიონული მთავრობიდან და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

პოლიტსაბჭოზე მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხს აყენებდა

არსებობს უამრავი სამართლებრივი არგუმენტი, რომლის გამოც აჭარის რეგიონული მთავრობა უნდა გადადგეს - თქვა მურმან დუმბაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს დაწყებამდე. 

კომენტარები