შვედეთი

შვედეთის მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში აძლევს ხმას

მიკაელა რელე / REUTERS

14 სექტემბერს შვედეთის მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში აძლევს ხმას. 

წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად მემარცხენე პარტია სოციალ-დემოკრატები კვლავ დაიბრუნებენ მმართველი პარტიის სტატუსს, მას შემდეგ რაც ოპოზიციაში 8 წელი გაატარეს. 

მმართველი პარტია, მოდერატები პრემიერმინისტრ ფრედრიკ რაინფელდტის მეთაურობით იყრის კენჭს. 

გამოკითხვების თანახმად ვერც ერთი პარტია საპარლამენტო უმრავლესობით ვერ მოვა მმართველობაში, თუმცა ორივე პარტია უარს აცხადებს რადიკალური ნაციონალისტურ პარტიასთან, შვედეთის დემოკრატები, კოალიციაში ყოფნაზე. 

კომენტარები