საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის მიზანი გასულ კვირას მინსკში მიღწეული ორმხრივი შეთანხმების განმტკიცება იქნება.
"იმისთვის, რომ განმტკიცდეს მინსკში მიღწეული შეთანხმება, პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან ერთად მზად არის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ახალი შეხვედრა მოაწყოს", - განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსასახურში.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 5 სექტემბერს, მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა შედგა, სადაც უკრაინამ, რუსეთმა და ეუთომ ცეცხლის შეწყვეტის, რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.





