რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი ევროკავშირის ახალ სანქციებს "ადეკვატური პასუხის გარეშე" არ დატოვებს.
"ნათელი ხდება ევროკავშირში გარკვეული ძალების მიერ აღებული კურსის შესახებ, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებისკენ. ახლა, როდესაც უკრაინაში ფართო სამშვიდობო პროცესი დაიწყო, ხდება ტყვეების გაცვლა, როდესაც მთელი ძალების გადატანა საჭიროა ურთიერთბრალდებიდან გზების ძიებისკენ უკრაინის შიდაკონფლიქტიდან გამოსასვლელად, მსგავსი ნაბიჯები უადგილოდ გამოიყურება და არ არის შორსმჭვრეტელური. ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი რელობას მოწყვეტილია.
როგორც განვაცხადეთ, ეს ახალი ანტირუსული სანქციები ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხის გარეშე არ დარჩება", - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში ხვალიდან, ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ შევა.




