გაეროს გენერალური ასამბლეა

წიკლაური: კრიზისია, როცა პრეზიდენტი აღიარებს, რომ მთავრობა მის წინააღმდეგაა

ეს არის არანორმალური ვითარება, როდესაც ქვეყნის მთავრობა, ქვეყნის მინისტრები მუშაობენ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვიზიტი იყოს ჩაშლილი გაეროში და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. მე მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დისფუნქციურობას, რომელიც მთლიანობაში არის ქართული ოცნების ხელისუფლებაში და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი. როდესაც პრეზიდენტი აღიარებს, რომ მთავრობა მის წინააღმდეგ მოქმედებს, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. 

ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისი აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა.

კომენტარები