ბუნებრივი აირი

გაზპრომმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუზღუდა

ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, რევერსიული გზით პოლონეთიდან უკრაინაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გაზის კომპანია უკრტრანსგაზის ხელმძღვანელმა იგორ პროკოპევმა გაავრცელა. მისივე თქმით, უკრაინამ დაკარგა თითქმის 4 მილიონი კუბური მეტრი გაზი 24 საათში. დღესვე, პოლონეთის ნავთობკომპანია Polskie Górnictwo Naftowe i Gazownictwo-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსულმა ნავთობკომპანია გაზპრომმა პოლონეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. მოცულობის შემცირება შეინიშნება უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებთან არსებულ საკონტროლო პუნქტებზე.

მოცულობის შემცირება სამშაბათს, 8 სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც პოლონეთში დადგენილზე 20 %-ით ნაკლები მოცულობის გაზი შევიდა, ხოლო 9 სექტემბრისთვის ამ რიცხვმა 24 %-ს მიაღწია.

პოლონეთი უკრაინისთვის გაზის რევერსიული მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. ამის შესახებ უკმაყოფილებას გაზპრომი არ მალავდა.

“ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას გაზს რევერსიულად აწოდებენ, გაზპრომის მხრიდან შესაძლოა შეზღუდვებს წააწყდნენ“, - აცხადებდა გაზპრომის ხელმძღვანელი 2014 წლის ივნისში.

კომენტარები