ბუნებრივი აირი

ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა

getty images

არსებული ინფორმაციით, ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა.

როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს.

კომენტარები