ბუნებრივი აირი

დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟოვნის შედეგად მომხდარ აფეთქებაზე  ყაზტრანსგაზმა განცხადება გაავრცელა.

"სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა, სადაც აალება მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი წინასწარი ინფორმაციით გუშინ დატოვეს. "ყაზტრანსგაზ თბილისი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს", - წერია განცხადებაში.

დიღომში, ბუნებრივი აირის შედეგად აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად სავარაუდოდ 8 ადამიანი დაშავდა, თუმცა ისინი ნამგრევებში არ მოყოლილან.

კომენტარები