ბუნებრივი აირი

რეგიონებში გაზი 20 თეთრით ძვირდება – ვის შეეხება ტარიფის ცვლილება

pennystockresearch

მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან რეგიონებში ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის საფასური 20 თეთრით ძვირდება. 

სოკარ ჯორჯია გაზის განცხადებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით. ტარიფი მხოლოდ პურის მწარმოებელ კომპანიებს არ გაუძვირდებათ.

კომპანიის თანახმად, ფასის ცვლილება გამოწვეულია მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. 

"2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს სოკარ ჯორჯია გაზის საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს სოკარ ჯორჯია გაზის მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული.

ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის", - წერია განცხადებაში.

კომენტარები