რეიდები თბილისში

პრეზიდენტი: პოლიციის რეაგირების წინაპირობა უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა

ეფექტური პოლიციური ოპერაციების ჩატარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამოსავალი ადამიანის უფლებებია - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც დედაქალაქში პოლიციის ბოლოდროინდელ გააქტიურებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

„ის ფაქტი, რომ პოლიციამ რეაგირება გააკეთა იმ ვითარებაზე, რაც იყო, იმ ტრაგედიებზე, რომელიც რამდენიმე ოჯახს დაემართა, ეს იყო სწორი. მაგრამ ამ რეაგირების წინაპირობა უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა და არა საზოგადოების დაშინება. ამ ჩართულობის თვალსაზრისით ალბათ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რადგან ჩვენი საზოგადოების სტაბილურობა მდგომარეობს იმაში, რომ შენ პოლიციელში ხედავდე დამცველს და არა საშიშროებას. ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური პოლიციური ოპერაციების ჩატარება, მაგრამ ამოსავალი არის ადამიანის უფლებები და ეფექტურ პოლიციურ ოპერაციებში ძალიან აქტიურად უნდა ჩავრთოთ საზოგადოება," - ამბობს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, „როგორც კი ჩვეულებრივი მოქალაქეები აქტიურად ჩავერთვებით პოლიციის დახმარებაში, ვითანამშრომლებთ მასთან, იმ მომენტიდან მარცხდება კრიმინალი."

კომენტარები