კრიზისი უკრაინაში

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პაკეტი მიიღო

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის განცხადებაში წერია.

"სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ქმედებების შეცვლის ხელშეწყობას აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ჰერმან ვან რომპუის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

"ამოქმედებამდე დარჩენილი პერიოდი ტოვებს დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციისა და სამშვიდობო გეგმის შესრულების შესაფასებლად. ევროკავშირი მზადაა, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადახედოს შეთანხმებულ სანქციებს მთლიანად ან ნაწილობრივ", - აღნიშნა ჰერმან ვან რომპუიმ.

კომენტარები