უკრაინის კრიზისი

ტრანსატლანტიკური უმრავლესობა მზად არის უკრაინის გამო რუსეთს დაუპირისპირდეს

transatlantic trends 2014
trends.gmfus.org

Transatlantic Trends არის ყოველწლიური გამოკითხვა აშშ-ის და ევროპის საზოგადოების აზრის გამოსავლენად, რომელსაც German Marshall Fund of the United States (GMF) და Compagnia di San Paolo ატარებს. წლევანდელი გამოკითხვა უელსში NATO-ს სამიტის გახსნის წინ ჩატარდა. გამოკითხვის თემა უსაფრთხოების საკითხები და უკრაინის კრიზისში NATO-ს როლი იყო.

გამოკითხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა შემდეგი იყო: როგორი სახის მისიებით უნდა ერეოდეს NATO კრიზისში? ტერიტორიული თავდაცვით; ალიანსის მიღმა მისიებით; შეიარაღებისა და წვრთნების უზრუნველყოფით, რათა ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა; შეიარაღებისა და წვრთნების უზრუნველყოფით, რათა უკრაინის მსგავსმა ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა; ან/და სტაბილურობის დამყარების მცდელობით ავღანეთის მსგავს ქვეყნებში.

ამერიკელთა 59%-მა, ევროპელების 73%-მა, თურქების 57%-მა უპასუხა, რომ NATO წარმოდგენილი უნდა იყოს ევროპის ტერიტორიულ თავდაცვაში. ამერიკელების 30%, ევროპელების 23% და თურქეთის 26% ფიქრობს, რომ NATO ტერიტორიულ თავდაცვაში არ უნდა ერეოდეს. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვა MH17 რეისის ჩამოვარდნამდე ჩატარდა).

კითხვაზე, უნდა განახორციელოს, თუ არა NATO-მ ალიანსის მიღმა მისიები, ევროპელთა 51% -მა უპასუხა, რომ NATO არ უნდა იყოს წარმოდგენილი აშშ-ისა და ევროპის გარეთ, მაშინ როდესაც ამერიკელთა 49% - მა ამ კითხვას დადებითად უპასუხა. რაც შეეხება თურქეთს, 41%-ი ეთანხმება NATO-ს ყოფნას არაწევრ ქვეყნებში, ხოლო 35 % უარყოფს.

უკრაინის კრიზისმა რესპოდენტების აზრთა შეცვლაზე მნიშნველოვანი გავლენა ვერ იქონია. (when half the sample was asked) როდესაც რესპოდენტებს ჰკითხეს, უნდა უზრუნველყოს, თუ არა NATO-მ იარაღითა წვრთნებით უკრაინის მსგავსი ქვეყნები, გამოკითხული ევროპელების 53 %-მა ამ კითხვას უარყოფითად უპასუხა (1%-ით მეტი იმ შეკითხვასთან შედარებით, რომელშიც უკრაინა არ არის ნახსენები), ამერიკელთა 55 %-მა - დადებითად. კითხვაზე, უნდა დაამყაროს, თუ არა NATO-მ სტაბილურობა ავღანეთის მსგავს ქვეყნებში, ამერიკელთა 53%-მა და ევროპელთა 57%-მა დადებითად უპასუხა.

იმავე კითხვაზე თურქების 43%-მა დადებითად უპასუხა, უარყოფითად - 37%-მა, ხოლო 20%-მა არ იცოდა პასუხი ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

რესპოდენტებს ასევე ჰკითხეს უნდა გააგრძელოს თუ არა ევროკავშირმა (ამერიკელების შემთხვევაში - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა) უკრაინის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა იარსებებდა, თუ არა რუსეთთან კონფლიქტის რისკი. ამერიკელების 57%-მა და ევროპელების 58 %-მა ამ კითხვას დადებითან უპასუხა. 

გამოკითხვაში ევროკავშირის 10-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა: საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ. აგრეთვე აშშ-მა, რუსეთმა და თურქეთმა. გამოკითხვა 2014 წლის 2-26 ივნისამდე ჩატარდა.

კომენტარები