აგვისტოს ომი

მარგველაშვილი: საქართველო ომს საკუთარ ტერიტორიაზე ვერ დაიწყებდა

შენ არ შეგიძლია დაიწყო ომი შენს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის ომის თემაზე კომენტირებისას BBC-ის ეთერში განაცხადა. 

BBC-ის ჟურნალისტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი სხვადასხვა რამეა და მათ შორის პარალელის გავლება არ შეიძლება. მისი თქმით, როდესაც ომი დაიწყო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის ანგარიშმა 2009 წლის სექტემბერში საქართველო დაადანაშაულა.

”არ ვფიქრობ, რომ მათ „საქართველო დაადანაშაულეს“ და, პირველ რიგში, ეს არ იყო ვერდიქტი, ეს იყო ფაქტების დამდგენი მისია, მათ აღწერეს მომხდარი და იქ არის ყველა განსხვავებული დამოკიდებულება საქმის დეტალებზე. მაგრამ ფაქტი შემდეგია: მოვლენები საქართველოში, მოვლენები უკრაინაში არის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც გაცხადებულია რუსი პოლიტიკოსების მიერ. ისინი საუბრობენ თავიანთ უფლებაზე, გადაწყვიტონ დამოუკიდებელი ერების ბედი... ჩვენ ვსაუბრობთ დეტალებზე, ვინ რა ქნა რომელ დღეს. ეს არ ცვლის სურათს - შენ არ შეგიძლია დაიწყო ომი შენს ტერიტორიაზე. შეგიძლია, საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაიწყო? ეს შეუძლებელია”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები