ტერორიზმი

ბრიტანეთმა ტერორიზმის საფრთხის დონე არსებითიდან მწვავეთი შეცვალა

British Prime Minister Cameron speaks during news conference after talks with German Chancellor Merkel at Chancellery in Berlin
Thomas Peter / REUTERS

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, დევიდ ქემერუნმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერორიზმის დონე "არსებითიდან" "მწვავეთი შეცვალა". 

"მწვავე" საფრთხე გულისხმობს რომ გაერთიანებულ სამეფოზე ტერორისტული თავდასხმის ალბათობა მაღალია. 

ტერორიზმის საფრთხის დონის გაზრდა განაპირობა სირიასა და ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა - თქვა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ. 

ქემერუნმა ასევე აღნიშნა, რომ მინიმუმ 500-მა ადამიანმა დატოვა გაერთიანებული სამეფო რათა შეერთებოდნენ ISIS-ის რიგებს სირიასა და ერაყში. პრემიერმინისტრის თქმით, ერთერთი მათგან სწორედ ის ტერორისტია, რომელმაც ამერიკელ ჟურნალისტს, ჯეიმს ფოლის თავი მოკვეთა და შემდეგ ამისი დამადასტურებელი ვიდეომასალა გაავრცელა. 

ტერორიზმის საფრთხის სტატუსის ცვლილება ბრიტანელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას არ მოახდენს. ცვლილება უმეტესწილად შეეხება ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ზომებს, მაგალითად შეიარაღებული პოლიციელების პროპორციებს - განმარტა პრემიერმინისტრმა ქემერუნმა. 

კომენტარები