ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი სტომატოლოგიურ კლინიკაშიც მუშაობს

სამშაბათი, 26 აგვისტო, 2014 - 17:02
tbl.ge/69k
დაკოპირდა

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის მრჩეველი მაია (რეინა) გვენეტაძე პარალელურად, სტომატოლოგად, კლინიკა სმაილ დენტში მუშაობს, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან შეუსაბამობაშია. კერძოდ, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, "თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში".

გარდა იმისა, რომ მაია გვენეტაძე სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეინა გვენეტაძე შპს სმაილ-დენტი - 2008-ის მფლობელიც არის. ასევე, სტომატოლოგიური კლინიკების ჩამონათვალში, მაია გვენეტაძე კლინიკის ხელმძღვანელად არის მითითებული.

ტაბულას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, რომ მაია იგივე რეინა გვენეტაძე ნამდვილად ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველია. ხოლო ინფორმაცია, რომ ის პარალელურად, კლინიკაშიც მუშაობს, არ აქვთ.

ტაბულამ სტომატოლოგიურ კლინიკა სმაილ-დენტშიც დარეკა და სტომატოლოგ მაია გვენეტაძესთან ჩაწერა ითხოვა. პასუხად, ჟურნალისტს უთხრეს, რომ "მაია გვენეტაძე არ მეყოლება და ვერ ჩაგწერთ. სხვა ექიმთან, ვისთანაც გნებავთ, ჩაგწერთ". კითხვაზე, როდის იქნება გვენეტაძე, მათ უპასუხეს, რომ "არ იქნება მაიკო".

ინფრასტრუქტურის სამინისტრომინისტრის მრჩეველისმაილ დენტი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025 - 17:06ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეს რევაზ სოხაძე შეცვლის
  • ხუთშაბათი, 25 იანვარი, 2024 - 17:11გზების დეპარტამენტი: ტენდერის დროს, კომპანიასთან კონტრაქტზე უარის საფუძველი არ არსებობდა
  • ხუთშაბათი, 25 იანვარი, 2024 - 13:06სამინისტროს ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც წერეთელზე ხელშეკრულება შეუწყვიტეს
  • შაბათი, 4 სექტემბერი, 2021 - 23:08ქარსელაძე: როგორებიც ქუთაისელები ვართ, რომ ვუქიცინებთ ერთმანეთს, ფასადიც ამნაირი გავაკეთეთ
  • პარასკევი, 30 მარტი, 2018 - 10:17ზურაბ ალავიძე გადადგა, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
4რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕