ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქარსელაძე: როგორებიც ქუთაისელები ვართ, რომ ვუქიცინებთ ერთმანეთს, ფასადიც ამნაირი გავაკეთეთ

ეს არის ის ქუთაისი, რომელსაც იცნობენ. იუმორიც კი ღირსეული გვაქვს და სასაცილო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იუმორი სწორედ ამ ქუთაისელი ადამიანების მიერ არის შექმნილი. ეს არის ის ქუთაისი, რომელიც ჩვენ უნდა დავინახოთ – განახლებული, ისეთივე განახლებული, როგორი განახლებულიც რეგიონების ფარგლებში პრემიერმინისტრის ინიციატივით ჩვენ ფალიაშვილის ქუჩა და ჩვენი საყვარელი ბაღი გვექნება, მეგობრებო, ძალიან ლამაზი გამოდის. პირველი კორპუსის ფასადიც კი მოწიწებით შევეცადეთ ინტერაქტიული ყოფილიყო, როგორებიც ვართ ჩვენ, ქუთაისელები, სიტყვებით რომ ვუქიცინებთ ერთმანეთს, ამნაირი არის ფასადი, ვიღაცას უნდა და ჩამოაფარებს მზეს, ვიღაცას უნდა გაწევს და ყოველდღე სხვადასხვა ფასადი გაქვს. ხედავთ, რა სიღრმეებში ჩავდივართ, როდესაც ქუთაისზე ვლაპარაკობთ?!

ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.

კომენტარები