კრიზისი უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდეს. პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას იგი დაეთანხმა იმას, რომ მოლაპარაკებების შემდეგი ნაბიჯი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრა უნდა გახდეს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პუტინისა და პოროშენკოს შეხვედრის მომზადება ჯერ ნაადრევია.

პრეზიდენტების პირველი შეხვედრა ივნისში, ნორმანდიის სამიტზე შედგა. რუს, გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კიევი მზადაა ცეცხლის შეწყვეტისათვის, თუ რამდენიმე პირობა შესრულდება. კერძოდ, თუ შეწყდება რუსეთიდან იარაღისა და ცოცხალი ძალის მიწოდება ტერორისტებისთვის, განხორციელდება საზღვრის მონიტორინგი ეუთოს მიერ და ყველა უკრაინელი მძევალი გათავისუფლდება.

"რუსეთი არ არის მზად აღიაროს ის ფაქტი, რომ უკრაინაში ის მძიმე შეიარაღებას და მებრძოლებს აგზავნის, ასევე უკრაინის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტები", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.

კომენტარები