მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მოგვ არების გზების თაობაზე, რომელშიც უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას, 17 აგვისტოს ბერლინში გაიმართება.
როგორც აღნიშნულია კომუნიკეში, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს საუბრის შემდეგ გაავრცელა, ეს შეხვედრა „შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი ახალი სამიტის ორგანიზებისთვის, როგორც ეს ნორმანდიაში მოხდა“ (ივნისის დასაწყისში ნორმანდიაში ვლადიმირ პუტინი და უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ერთმანეთს პირისპირ შევხდნენ).
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინას კი - სამხედრო ოპერაციების დროს თავშეკავება გამოიჩინოს.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მომზადება დადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა. მისი განცხადებთ, კიევი ამ მოლაპარაკებებზე მოითხოვს ტერორისტების აქტიურობის შეჩერებას და რუსეთში პატიმრობაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.





