გაზმომარაგება

თბილისის რამდენიმე უბანს 21:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

თბილისის რამდენიმე უბანს გაზის მიწოდება შეუწყდება.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, სამგორის რაიონში, მაისურაძის ქუჩაზე – არხთან გამავალი ავარიული საშ/წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, 21:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება შპს "ვარკეთილ-აირი 3"-სა და შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტების ნაწილს, კერძოდ, იუმაშევის ქუჩას, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, აეროპორტისა და ლილოს დასახლებებს, სოფ. ნასაგურის და წინუბანის მოსახლეობას.

გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება გაჯის და ასფალტის ქარხნებს, ტერმინალ - ლილოს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საზკვების, სამრეწველო, კომუნალურ ობიექტებს.

გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას", - წერია განცხადებაში.

კომენტარები