NATO-რუსეთის ურთიერთობა

სესიაშვილი: ის, რა ფორმითაც ექცევა NATO რუსეთს, არის სწორი და სამართლიანი

radiotavisupleba.ge

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "აბსოლუტურად ადეკვატურს" უწოდებს NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წყვეტს რუსეთთან ურთიერთობას უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო.

"ვფიქრობ, რომ NATO აბსოლუტურად ადეკვატურად რეაგირებს იმ აგრესიაზე, რასაც რუსეთი გამოხატავს მთლიანად ცივილიზებული სამყაროს მიმართ. თავისთავად ცხადია, რომ შეიძლება, ვიღაცას თავიდან ეჩვენა, რომ NATO-ს და მსოფლიოს რეაქცია იყო სუსტი და ის სანქციები არ იყო ადეკვატური, მაგრამ მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ თანმიმდევრული სანქციები და ზეწოლა რუსეთზე, აუცილებლად საბოლოო ჯამში შედეგს მოიტანს და ამის ნიშნები არსებობს. თავისთავად ცხადია, ის, რა ფორმითაც ექცევა NATO რუსეთს, არის სწორი და სამართლიანი", - თქვა სესიაშვილმა.

კომენტარები