უკრაინის კრიზისი

რასმუსენი: NATO-ს კარი უკრაინისთვის ღიაა

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს კარი უკრაინისთვის ღიაა, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ქვეყნის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რასმუსენმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინა, სურვილის შემთხვევაში, ალიანსის წევრი გახდება, ძალაში რჩება.

„დღეს უკრაინაში მოქმედებს კანონი, რომელიც მისი, როგორც „ბლოკგარეშე“ (ნეიტრალური) სახელმწიფოს სტატუსს განსაზღვრავს. ჩვენ ამას პატივს ვცემთ. თუმცა, თუ უკრაინა ამ კანონის შეცვლას გადაწყვეტს, ამასაც პატივისცემით მოვეკიდებით“,  - განაცხადა რასმუსენმა.

თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინელებს შორის სულ უფრო იზრდება ევროატლანტიკური კურსის მომხრეთა რაოდენობა, რაც პერსპექტივაში აუცილებლად გასათვალისწინებელია.

კიევში ყოფნისას ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ, უკრაინის წინაააღმდეგ აგრესიის გამო, NATO რუსეთთან ყველა სახის თანამშრომლობას წყვეტს. 

კომენტარები