კრიზისი უკრაინაში

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

EPA

შვეიცარიის მთავრობამ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სიაში პუტინის ახლო გარემოცვის კიდევ 26 ადამიანი მოხვდა.

სანქციები ძალაში დღეიდან შევიდა.

სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე ალექსანდრ ბორტნიკოვი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერები და სხვები.

შვეიცარიის შავ სიაში ახლა ჯამში 87 ადამიანი და 20 კომპანიაა. მათ ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა და შვეიცარიის ბანკებში აქტივების გადაცემა.

კომენტარები