მიხეილ სააკაშვილის საქმე

პეტრიაშვილი: ნუ მომთხოვთ სააკაშვილის გადმოცემის შანსების კალკულაციას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ელის თუ არა ის აშშ-ისგან ბრალდებული ექსპრეზიდენტის გადმოცემას, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, უპასუხა, რომ შანსების კალკულაცია მისგან არ უნდა მოითხოვონ.

"მე ნუ მომთხოვთ [სააკაშვილის გადმოცემის] შანსების კალკულაციას, მე შემიძლია გითხრათ, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი. კითხვებზე, რომელიც გამოძიებას აქვს, ყველამ უნდა გასცეს პასუხი. არცერთ ჩვენს მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის - სტრატეგიულ მოკავშირესა და პარტნიორ აშშ-თან, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, პირიქით, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა, კომუნიკაცია იმისათვის, რომ არ გაჩნდეს არცერთი ზედმეტი, დამატებითი შეკითხვა", - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები