მიხეილ სააკაშვილის საქმე

იმერლიშვილი: იმედი მაქვს, პროკურატურა მყარ მტკიცებულებებს წარმოადგენს

financial.ge

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურა წარმოადგენს მყარ მტკიცებულებებს ნებისმიერ ბრალთან მიმართებით. იმერლიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, უცხოელი პარტნიორების განცხადებები შეაფასა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა წარმოადგენს მყარ მტკიცებულებებს, ნებისმიერ წაყენებულ ბრალთან მიმართებაში, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, ასევე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს იმ ერთობლივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელსაც პროკურატურა წარადგენს. ჩემთვის, ამის მერე ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება. კითხვის ნიშნები უნდა მოიხსნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. არავის არასდროს არ უნდა ეგონოს, რომ საქართველოში, ერთის მხრივ, ვინმე დარჩება დაუსჯელი, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს, თუ ჩაიდენს დანაშაულს და, მეორეს მხრივ, ვინმეს პოლიტიკური მოტივით დევნა მოხდება, თუკი მოდის ახალი ხელისუფლება", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. აღნიშნულ ფაქტზე შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაევროკავშირმა და ამერიკელმა სენატორებმა. ამასთან, ამერიკელი სენატორების ბოლო განცხადებით, იქმნება აღქმა, რომ ხელისუფლება ოპონენტებს სისტემატურად დევნის.

კომენტარები