ავიაკატასტროფა

ალჟირის ტელევიზია Elnahar: Air Algerie-ს თვითმფრინავი ნიგერიაში ჩამოვარდა

Reuters

ალჟირის ტელევიზიის Elnahar-ის ინფორმაციით, რადარიდან გამქრალი Air Algerie-ს თვითმფრინავი ნიგერიაში, ქალაქ ნიამეიში ჩამოვარდა.

თვითმფრინავი ბურკინა ფასოდან ალჟირში მიფრინავდა.

ავიახაზების ინფორმაციით, თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 50 წუთში დაკარგეს.

თვითმფრინავის ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

კომენტარები