სამთავრობო ცვლილებები

ელისაშვილი: შს მინისტრს შევცვლიდი პირველ რიგში, ეს იყო კოსმეტიკური ცვლილებები

ერთადერთი, კულტურის მინისტრის ცვლილება იყო მართლა რეალური ცვლილება, ამდენ ხანს რატომ არ მოხსნეს გურამ ოდიშარია, ეს არის საკითხავი, თორემ რომ მოხსნეს, ძალიან კარგია. ვისაც უნდა შეხებოდა, იმას არ შეახეს ეს ცვლილებები. ვფიქრობ, ძალიან არასერიოზულია, როდესაც 28 წლის ბიჭს ნიშნავ ძალიან სერიოზული სამინისტროს ხელმძღვანელად, მერე ეს ბიჭი მიდის არჩევნებზე, პირადობის მოწმობა რჩება და დაჟინებით ითხოვს შეუშვან, ვინაიდან როგორ არ იციან, რომ ის ნამდვილად ის არის. აი, ამ კაცს გამოვცვლიდი პირველ რიგში. საერთოდ მე ველოდები როდის შეასრულებს "ოცნება" დანაპირებს და როდის დაიწყება დეცენტრალიზაცია და დაშლა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ეკონომიკურ გუნდს რატომ არ შეეხო ცვლილებები, ესეც გაუგებარია. ეს იყო კოსმეტიკური ცვლილებები.

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა სამთავრობო ცვლილებები შეაფასა.

კომენტარები