მისტრალი

მერკელი საფრანგეთს სთავაზობს, რუსეთისთვის მისტრალების მიყიდვა შეაჩეროს

businessweek

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთს სთავაზობს, შეაჩეროს რუსეთისთვის მისტრალის ტიპის სამხედრო გემების გადაცემის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ამ დროისთვის დაწესებული სანქციები არ კრძალავს - ინფორმაციას ამის შესახებ EUobserver ავრცელებს.

„გერმანიაში, ჩვენ ვაჩერებთ რუსეთში სროლის ცენტრის მშენებლობას, მოცემულ სიტუაციაში" - თქვა მერკელმა 18 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორი ვერტმფრენმზიდის შესყიდვაზე კონტრაქტი რუსეთმა საფრანგეთთან 2011 წელს გააფორმა. გარიგების ღირებულება მილიარდ 600 მილიონ ევროს შეადგენს, პირველი ხომალდი სახელით ვლადივოსტოკი რუსეთს უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გადაეცეს. რუსეთისთვის მისტრალის გადაცემის წინააღმდეგია ამერიკის შეერთებული შტატები. საფრანგეთის პრეზიდენტი კი ამ დრომდე ამბობდა, რომ კონტრაქტის შესრულებაზე უარს არ იტყვის, თუ რუსეთს წინააღმდეგ სამხედრო პროდუქციის მიწოდებაზე სანქციები არ დაწესდება.

კომენტარები