ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

პრეზიდენტი: გადავწყვიტე, დღეს მეგობრებთან ერთად ვიყო

"გადავწყვიტე, რომ დღეს მეგობრებთან, პოლიტიკურ სპექტრთან ერთად ვიყო და მათ დღევანდელი დღე მივულოცო. მე მოვიწვიე პარლამენტის ეს სესია და, შესაბამისად, შემეძლო, რომ ასე მოვსულიყავი", - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში ჩასვლის შემდეგ.

რაც შეეხება პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის საკითხს, როგორც მარგველაშვილი ამბობს, მილოცვას აპირებს. 

დღეს საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას გეგმავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოსაწვევი არ მიუღია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტის კითხვას - პრეზიდენტი პარლამენტის დღევანდელ სხდომას უნდა ესწრებოდეს თუ არა, უპასუხა„ეს დარბაზი და შენობა ყველას ფიზიკურად ვერ დაიტევს, მაგრამ ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს არა მხოლოდ სახელისუფლებო, არამედ სრული გუნდი ერთსულოვანია“.

კომენტარები